ირაკლი ღარიბაშვილი - ალბათ, რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა

თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების და ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავრობა, ჩემი განცდა ასეთია, რომ ალბათ, რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოქმედ ხელისუფლებას რუსეთის მთავრობასთან პოლიტიკური დიალოგი არ აქვს.

"მე მინდა შემდეგი გითხრათ მარტივად და ძალიან მოკლედ, რომ არ დაიწყოს სპეკულაციები და ათასი ინფორმაციის და სიყალბის გავრცელება.  ჩვენ ოფიციალურ ხელისუფლებას გვაქვს გაცხადებული არაერთხელ, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან არ გვაქვს პოლიტიკური დიალოგი. ერთადერთი, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ეკონომიკურ, სავაჭრო საკითხებზე, ეს არის გაცხადებული, ღია, ამის თაობაზე ჩვენ არავითარი დასამალი არ გვაქვს. თუ ვინმეს ჰქონდა ქართულ ხელისუფლებას მცდელობა, კონტაქტები და ვიზიტები, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება. თქვენ შეურაცხყოფაზე გადადიხართ და ამიტომ, მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში. ჩვენ გვყავს ოფიციალური წარმომადგენელი და ჩვენ არ გვქონია ოფიციალურ მთავრობას და ჩვენს ხელისუფლებას ამის თაობაზე არანაირი მოლაპარაკებები. გეტყვით შემდეგს, რომ ჩვენი ძალიან ბევრი დიასპორის წარმომადგენელი, იცით, რომ ითხოვდა ამას, ქართული ბიზნესი ითხოვდა ამას, მე ვიცი, სხვა ჯგუფებიც ითხოვდნენ ამას და ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. ასევე, მთავარი მინდა გითხრათ, მთავარზე მინდა გააკეთოთ აქცენტი: თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების აღდგენას, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მისი მთავრობა. ალბათ, მე ვფიქრობ, ჩემი განცდა ასეთია, რომ ალბათ გულისხმობდა რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილის მთავრობას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები