კახა კალაძე - "ქართული ოცნება" ატარებს ქართულ პოლიტიკას

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას“ არანაირი მოლაპარაკებები რუსეთთან ფრენების აღდგენაზე არ ჰქონია.

"რა თქმა უნდა, არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულაციები, რასაც კონკრეტული ტელევიზიები ცდილობენ, რომ გააკეთონ.

პუტინის განცხადებაში გაკვირვება რაც იყო ამ უვიზო მიმოსვლასთან და ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ დღეს ამას აპროტესტებენ ის ადამიანები, ვინც გუშინ ამას პირდაპირ მოითხოვდნენ და მოუწოდებდნენ რუსეთს, რუს მოქალაქეებს, რომ ისინი შემოსულიყვნენ საქართველოში, ბიზნესი ეკეთებინათ და ა.შ.

"ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ გაუპროტესტებია ფრენების აღდგენა და ვიზების მოხსნა, ეს ცალმხრივად სანქცირებული საკითხი იყო და რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ამ სანქცირების გაუქმებაზე. ეს არის იმის საშუალება და შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ სახმელეთო გზით შემოვიდნენ ადამიანები საქართველოში ან არა მხოლოდ ერევნის გავლით, არამედ პირდაპირ ჩამოფრინდნენ და ამაში ცუდი არაფერი არ არის. ასევე, იმაში, რომ ქართველს საქართველოს პასპორტით ექნება საშუალება, ვიზის გარეშე წავიდეს რუსეთის ფედერაციაში. ეს ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია და ამაში პრობლემა არ არის“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ გზაზე "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს.

"ქართული ოცნება" ატარებს ქართულ პოლიტიკას, პირველ რიგში, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ გზაზე "ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები