რომან გოცირიძე - დღეს თუ გაბედავს და გააკეთებს ამას, იქნება ძალიან ძლიერი სვლა, თუ არ იზამს, მიხვდება რა შანსი გაუშვა ხელიდან

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

"მგლებმა ცხვრის ტყავი ჩაიცვეს. “ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის კრიტიკაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ეს რა თქმა უნდა, ეშმაკური ნაბიჯია - არ უნდათ, რომ დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა ამხილოს "ქართული ოცნება" და შეიწყალოს ნიკა გვარამია. დღეს თუ გაბედავს და გააკეთებს ამას, იქნება ძალიან ძლიერი სვლა, თუ არ იზამს, მიხვდება რა შანსი გაუშვა ხელიდან - მაინც მოუწევს. 

სალომე ზურაბიშვილმა პირწმინდად მოუგო “ოცნებას” მეორე რაუნდი - რუსეთის უკრაინაში აგრესიიდან დღემდე დროის მონაკვეთში. განსაკუთრებით მძიმე იყო მათი შერცხვენა 26 მაისს, ქართული ჯარის წინაშე. 

მანამდე “ოცნებას” სალომე ზურაბიშვილი ტერორში ჰყავდა, ფაქტობრივად სიმბოლური ფუნქციების მატარებელი პირი იყო. მეორე რაუნდის მოგება არ ნიშნავს გამარჯვებას. ახლა დროა, ქვეყანაზე იფიქროს და უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას", - წერს გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები