არჩილ თალაკვაძე - რუსეთის გადაწყვეტილების გამო დემარშის გამოცხადება არასამართლიანია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან დემარში ადრეც იყო გამოცხადებული და „ქართულ ოცნებაში“ მაშინაც ამბობდნენ, რომ დემარში სამართლიანი არ იყო და ახლაც ასე ფიქრობენ.

მისივე თქმით, უსამართლობაა, როდესაც რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, ევროკავშირი საქართველოს უცხადებს დემარშს.

"რაც შეეხება დემარშის გადაწყვეტილებას, დემარში ევროკავშირის მხრიდან ადრეც იყო გამოცხადებული სააკაშვილთან დაკავშირებით. ვიცით შემდგომშიც მოვლენების განვითარება. მაშინ რეალურად ჩვენ ვამბობდით, რომ არ იყო სამართლიანი ეს დემარში, რაც შემდგომში სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ არანაირი უფლებების დარღვევა, არანაირი შეზღუდვა რეალურად იმ კონვენციური უფლების, რომელიც უნდა ჰქონდეს პატიმარს, არ ყოფილა. პირიქით, მთელმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდა მაშინაც და დღესაც, რომ სააკაშვილი პატიმრობაში არის პრივილეგირებულ პირობებშიც კი სხვა პატიმრებთან შედარებით. რაც შეეხება ახლანდელ დემარშს, რა თქმა უნდა, არასამართლიანია, როდესაც რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, ევროკავშირი საქართველოს უცხადებს დემარშს. ცალსახად ცნობილია ეს ყველაფერი და გადამოწმებადია, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს ქვეყანას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია რუსეთის მხრიდან სანქციების მოხსნაში, იქნებოდა ეს ფრენები, თუ უვიზო რეჟიმი. შემდგომში გამოვიდა რადიკალური ოპოზიცია და ჩვენ, ხელისუფლებას მოგვთხოვა, რომ დავაწესოთ ის სანქციები, რომელიც გააუქმა რუსეთმა. ანუ, მათ პრაქტიკულად პირდაპირ მოითხოვეს, ჩვენს თანამოქალაქეებს დავუწესოთ საკუთარმა ხელისუფლებამ სანქციები. შეიძლება, ეს გაეკეთებინა სააკაშვილს, როცა ის იყო ხელისუფლებაში, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს, საკუთარ ქვეყანას უწესებს სანქციებს. ჩვენ ვხელმძღვანელობთ პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესებით, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებით და მხოლოდ შემდეგ განვიხილავთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია.

თუ ამისთვის მივიღეთ ეს დემარში, რომ ჩვენს მოქალაქეებს და თანამემამულეებს სანქციები არ დავუწესეთ, მაშინ ჩვენ მზად ვართ, კი ბატონო, ამასაც ღირსეულად შევხვდებით, თუმცა, ვიმეორებ, რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, საქართველოსთვის დემარშის გამოცხადება არასამართლიანია. მეტსაც გეტყვით, არ უნდა გამოვრიცხოთ და მაღალი ალბათობით, როდესაც რუსეთი ამ გადაწყვეტილებებს იღებდა, მისი ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, რომ საქართველოსთვის დამატებითი პრობლემები გამოეწვია და ასეთი ერთ-ერთი პრობლემა ახლა არის დემარში. შესაბამისად, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ველოდებით, რასაც საქართველო და ჩვენი ხალხი ელოდება ევროკავშირის მხრიდან, ეს არის არა დემარში, არამედ კანდიდატის სტატუსზე დროული, დადებითი გადაწყვეტილების მიღება. ამ გადაწყვეტილების ყოველგვარი დაყოვნება და გადადება, რა თქმა უნდა, ზრდის რისკებს და საქართველოს უქმნის დამატებით პრობლემებს. ჩვენ ამას ვეუბნებით პირისპირ შეხვედრებზეც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ვამბობთ საჯაროდაც“, – განაცხადა თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები