მამუკა მდინარაძე - უნდა უზრუნველვყოთ, რომ რაც დრო გავა, მით ნაკლები იყოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი

შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ასეა - ჩვენ ხშირი კავშირი გვაქვს ხოლმე სხდომათა დარბაზში მათთანაც და სამწუხაროდ, "ნაცმოძრაობასთანაც", - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაჟღერებულ განცხადებას, რომ „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა, რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს რომან გოცირიძესა და ხატია დეკანოიძესთან.

"ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ რაც დრო გავა, მით ნაკლები იყოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლები. რამდენად სერიოზულია ჩვენს კავშირებზე საუბარი, ჩემი პასუხიდანაც მიხვდებოდით. ჩვენ და ხატია დეკანოიძე - არ ვიცი, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს.

საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიღების შემთხვევაში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.

მანამდე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები