ზელენსკი - ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის პასუხის გაცემას, გავანადგურებთ ამ ბოროტებას

უკრაინა თავისი წარმატებებით და Patriot-ებით უპასუხებს რუსეთს მისი ბოროტების ყველა გამოვლინებაზე და შეძლებს მის განადგურებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"დღეს ძალიან გრძელი დღე იყო და ეს დღე ძალიან ადრე დაიწყო ბევრი ჩვენი ხალხისთვის. რამდენიმე რუსული ტერორისტული თავდასხმა ერთ დღეში. "შაჰედები", ფრთოსანი რაკეტები, ბალისტიკური ბომბები. მადლობა ჩვენ საჰაერო თავდაცვას", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, "შაჰედების“ და რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდეს და სულ მცირე ასობით ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ ერთ დღეში გადარჩა. 

"ყოველი ასეთი ტერორისტული თავდასხმა გვაბრუნებს ჩვენ და მთელ მსოფლიოს აშკარა დასკვნამდე: რუსეთს სურს ბოროტების გზას ბოლომდე მიჰყვეს, ანუ დამარცხებამდე, რადგან ბოროტებას დამარცხების გარდა სხვა დასასრული არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინელების ხელში Patriot უზრუნველყოფს ნებისმიერი რუსული რაკეტის 100%-ით ჩამოგდებას და ტერორი ზარალდება ამით. 

"ტერორისტული სახელმწიფოსთვის არ არსებობს იმაზე დიდი დამცირება, ვიდრე ჩვენი ჯარისკაცების წარმატებაა. ფაქტობრივად, ჩვენი წარმატებებით, ჩვენი ზეწოლით, ჩვენი Patriot-ებით, ჩვენ  გავაგრძელებთ რუსეთისთვის პასუხის გაცემას მისი ბოროტების ყველა გამოვლინებაზე. ჩვენ გავანადგურებთ ამ ბოროტებას. მსოფლიოში არავინ იყენებს იარაღს ბოროტების წინააღმდეგ უფრო ეფექტურად, ვიდრე უკრაინელები", - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები