თამარ კორძაია - პოლიტიკურად რაში გვჭირდებოდა პირდაპირი ფრენების აღდგენა, თუ არა ის, რომ ევროპისთვის ჩვენი ცუდი დამოკიდებულება გვეჩვენებინა

"რატომ ვივიწყებთ იმას, რას აკეთებს ჩვენთვის ევროპა, რა გაუკეთებია დღემდე და რა ხარისხის მხარდაჭერას ავლენს ის საქართველოსთან მიმართებაში. ის, რომ ჩვენთან არის მშვიდობა, ეს ევროპის  დამსახურებაც არის და უკაცრავად, რომ ამის შეხსენება მიწევს.  არ არის იმის თქმა სწორი, თუ რა  სარგებელს იღებს ჩვენგან ევროკავშირი და რა სარგებელს იღებს საქართველო ევროკავშირისგან. ცოტა უხერხულია 3 მილიონიანი ქვეყნისა და ევროკავშირის შედარება ფინანსური სარგებლის თვალსაზრისით“, - ამ სიტყვებით მიმართა პლენარულ სხდომაზე უფრაქციო პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ საპარლამენტო უმრავლესობას.

როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის პირველი მარტიდან 2023 წლის 26 აპრილამდე, საქართველოში ჯამურად გასხვისდა 424 ათას 449 კვადრატული მეტრი მიწა რუსეთის მოქალაქეებზე, დარეგისტრირდა 8 832 ინდივიდუალური მეწარმე და ასევე, შეიქმნა და დარეგისტრირდა 889 იურიდიული პირი.

"ეს სტატისტიკა საკმაოდ ბევრია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ეს ყველაფერი ხდებოდა, ვიდრე პირდაპირი ფრენები აღდგებოდა რუსეთიდან საქართველოში. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოდიან, აწარმოებენ ბიზნესს და  ყიდულობენ უძრავ ქონებას. 

პოლიტიკურად რაში გვჭირდებოდა პირდაპირი ფრენების აღდგენა, თუნდაც იმ ეკონომიკური გაძლიერებისთვის, რაზეც დღეს ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, თუ არა ის, რომ ევროპისთვის ჩვენი ცუდი დამოკიდებულება გვეჩვენებინა და გვეჩვენებინა, რომ ჩვენ მაინცდამაინც არ ვართ მათი პარტნიორები“, - განაცხადა კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები