ანა ბუჩუკური - საქართველოს ხელისუფლებას პასუხი მოეთხოვება საკუთარ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე

"არავინ არ სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას პასუხს რუსეთის მავნებლობაზე. რუსეთი რომ მავნებელია, ოკუპანტია, მტერია  - ეს მთელმა მსოფლიომ იცის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას პასუხი მოეთხოვება საკუთარ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის  „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში გამოსვლისას.

მისი თქმით, მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებით ევროინტეგრაციის ალტერნატივად სახელდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც „საშიში და მავნე ნარატივია“.

"რეალურად ერთადერთი გზა არსებობს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის - ეს არის სამშვიდობო პოლიტიკით, ჩვენი მეგობრების და პარტნიორების დახმარებით. კი, კონსტიტუციაში გვიწერია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ აქ საუბარია საქართველოს იურისდიქციის აღდგენაზე და არა რუსეთის იურისდიქციის გაფართოებაზე, ამიტომ მსგავსი რიტორიკა არ ვიცი მიზანმიმართულად წამოსცდა ამ ადამიანს, თუ არ იცის კონსტიტუციაში რა იგულისხმება. თუ ეს თქვენი ახალი პოლიტიკის ნარატივის ნაწილი არის, ძალიან საშიშია. ეს ყველაფერი ისტორიაში რჩება, ინახება თითოეული თქვენი სიტყვა, თითოეული თქვენი განცხადება, იმიტომ რომ დღეს მიმდინარე პროცესები შეეხება მომავალ თაობებს და ეს თითოეულმა თქვენგანმა უნდა გაითვალისწინოს“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მისივე თქმით, მისმა გუნდმა ორიოდე წლის წინ მოამზადა კანონპროექტი საერთო  სასამართლოებში ცვლილების შესახებ, რომელიც უკავშირდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას, მაგრამ უმრავლესობამ განხილვაზე უარი თქვა.

"ჩვენი კანონპროექტი უკავშირდებოდა როგორც პარტნიორების მხრიდან გაცემულ რეკომენდაციებს, ისე ქვეყნის შიგნით ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების თუ სუბიექტების რეკომენდაციებს, თუმცა მაშინვე უარი გვეთქვა ამ კანონპროექტის განხილვის დაწყებაზე. ოპოზიციური კოლეგების ნაწილისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი პირველივე დღიდან მონაწილეობდა ყველა სამუშაო ჯგუფში, რომელიც შექმნილი იყო  ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. ამ ჯგუფის ფარგლებშიც წარვადგინეთ ანალოგიური პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას, თუმცა აქაც უარი გვითხრეს განხილვის დაწყებაზე. 

"ქართული ოცნებისთვის“ ზოგადად „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აპელირება მარტივია, მაგრამ ყველას გვახსოვს წარსული. სხვათა შორის „ქართული ოცნების“  დღევანდელ შემადგენლობას რომ გადახედოთ, ბევრი მათგანი 2012 წელს „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დახმარებით შეძელით თქვენ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძე „გაამყარეთ“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ახლა ამ პროცესის ლეგიტიმაციას ითხოვთ ოპოზიციის წევრებისგან. მხოლოდ მე რომ ვაფასებდე ამას ნეგატიურად რა უჭირს, მაგრამ ჩვენ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, სამწუხაროდ, ეს რეკომენდაცია შესრულებულად ვერ ჩაითვლება“, - განაცხადა „საქართველოსთვის“  წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები