ანრი ოხანაშვილი - სამუშაო ჯგუფში არ იღებდე მონაწილეობას და შემდეგ ბრტყელი პოლიტიკური განცხადებებით გამოდიოდე, ეს არის ფარისევლობა და ფარსი

"სასამართლო ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც შაბათს გაიმართა, პრაქტიკულად არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ მობრძანდა და დღეს ბრტყელი სიტყვები გვესმის მათი გამოსვლიდან“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან ოპოზიციის მიერ სასამართლოს სამუშაო ჯგუფში დაყენებულ სამ ძირითად მოთხოვნაზე ისაუბრა.

"ეს არის ე.წ. ორჯერ ორი მესამედით გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არის არაევროპული წესი, რომელიც ანტიდემოკრატიული წესია და ნიშნავს უმცირესობის ბატონობას უმრავლესობაზე, რაც არც ერთ დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არსებობს. მეორე, ეს ხალხი ითხოვს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციას ჰქონდეს კვოტა და ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერით არჩეულმა საბჭოს წევრებმა დაბლოკონ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება სასამართლოსთვის. აქაც სასამართლო სისტემის პოლიტიზირება სურთ და მესამე, რასაც ეს ადამიანები ითხოვენ არის საკითხი, რომელიც შეეხება სასამართლოს თავმჯდომარეების ოდენობის შემცირებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ და თავსებადია ვენეციის კომისიის სტანდარტებთან. ფარისევლობა და ფარსია სამუშაო ჯგუფში არ იღებდე მონაწილეობას და შემდგომ ბრტყელი პოლიტიკური განცხადებებით გამოდიოდე და აბსოლუტურად მიკერძოებით აფასებდე სიტუაციას. ეს სამწუხარო მოცემულობაა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები