მამუკა მდინარაძე - ოპონენტებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ სახის შენარჩუნებისათვის მაინც მიიღონ ხოლმე მსგავსი საკითხების განხილვაში მონაწილეობა

ოპოზიციიდან არავის არ უნდა გამოსვლა, არც აქ ყოფნა უნდა ,არც ევრორეკომენდაციების შესრულება უნდა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ  "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“კანონში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენისას განაცხადა. 

მისივე განცხადებით, როდესაც საუბარი ეხება ასოცირების შეთანხმებიდან გამოწვეულ ვალდებულებებს და ევრორეკომენდაციის კონკრეტულ პუნქტებს ოპოზიციის მხრიდან მავნებლური პიარის გარდა, პროცესებში ჩართულობას უმრავლესობა ვერ ხედავს. 

"ბატონ მიხეილ სარჯველაძესთან  ერთად ვსაუბრობდით იმ თემებზე,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონთან დაკავშირებით, შესაბამის ცვლილებებთან  დაკავშირებით. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარი ეხება ასოცირების შეთანხმებიდან გამოწვეულ ვალდებულებებს, მის მდგენელებს, ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ პუნქტებს ეხება ევრორეკომენდაციების, გარდა მავნებლური პიარისა, ჩვენ ვერ ვხედავთ ხოლმე ვერც ერთ საქმიან, ვერც სიტყვას, ვერც დასწრებას, არათუ სიტყვაზეა, არათუ ჩართულობაზე, რაღაც დამუშავებაზე, შენიშვნის გამოთქმაზე. თუ არ არის ჩადებული შენიშვნაში, კრიტიკაში მავნებლობა, დაზიანება და ქვეყნის იმიჯის დაზიანების ინტერესი, ჩვენი ოპონენტები ფიზიკურად არ არსებობენ, არც კი ესწრებიან ამას. ოღონდ დამერწმუნეთ ზოგ შემთხვევაში არც კი იციან, სადაც მავნებლობის საშუალება არ არის, არც იციან რა გადის, არც იციან რა განიხილება, არათუ მის ჩართულობაში იღებენ მონაწილეობას. ეს არის უტყუარი ინდიკატორი რა სურთ მათ სინამდვილეში“, - განაცხადა მდინარაძემ. 

მამუკა მდინარაძემ მომხსენებელს შრომატევადი სამუშაოს განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და ოპონენტებს მსგავსი საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა. 

"მე მადლობა მინდა გადავუხადო მოხსენებელს იმასთან დაკაშირებით,  რომ ესეთ შრომატევად სამუშაოს ასრულებთ და ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ინტერესია, მათ შორის ეროვნული ინტერესია, საქმიანი ინტერესია, საგნობრივი და სიღრმისეული ინტერესია კონკრეტული საკითხების ამგვარად გადაჭრა და მეორე, ასევე არანაკლებად მნიშველოვანი ევრორეკომენდაციები და ასოცირების ხელშეკრულების მდგენელებთან გვაქვს ჩვენ საქმე, ამისათვის ძალიან დიდი მადლობა და ჩვენს ოპონენტებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ სახის შენარჩუნებისათვის მაინც მიიღონ ხოლმე მსგავსი საკითხების განხილვაში მონაწილეობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები