ირაკლი ღარიბაშვილი - ძვირფასო პოლიციელებო, მსურს მადლობა გადავუხადო თქვენ მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს, თქვენი ოჯახების თითოეულ წევრს

სამწუხაროდ, არაერთმა თქვენმა გმირმა კოლეგამ და მეგობარმა ყველაზე ძვირფასი გაიღო, სიცოცხლე გაიღო სხვათა გადასარჩენად,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით,  პოლიციელების ურთულეს საქმიანობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ყველაზე ახლობელი ადამიანების თანადგომა.

"დღეს თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ თქვენს გმირ თანამებრძოლთა ნათელ ხსოვნას. ძვირფასო პოლიციელებო, თქვენს ურთულეს საქმიანობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ყველაზე ახლობელი ადამიანების თანადგომა. მე მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თქვენ მშობლებს, თქვენს მეუღლეებს, თქვენს შვილებს, თქვენი ოჯახების თითოეულ წევრს“, -  განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები