სალომე ზურაბიშვილი - მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამოვიდნენ სოხუმში, აფხაზეთი არ იყიდება, რუსეთს არ დავუჩოქებთ

მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამოვიდნენ სოხუმში, აფხაზეთში, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"როგორც ისტორიამ გვასწავლა, ჩვენი მიტოვება გამოიწვევს რუსეთის მხრიდან დაუსრულებელ აგრესიას. უკრაინაში რუსეთი პოლიტიკურად დამარცხდა, სამხედრო თვალსაზრისითაც დამარცხდა მრავალ ასპექტში. მათ ძალიან დიდი დანაკარგები აქვთ. მათ დაკარგეს ევროპის დანაწევრების, დაქსაქსვის შესაძლებლობა. 

უკრაინელების მედეგობა, ძალა, მათი ისტორიული არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ზემოხსენებული გახლავთ იმის შედეგი, რომ რუსეთის მთავრობამ ვერ გათვალა ეს ყველაფერი, ვერც წარმოიდგენდა რუსეთი, რომ დაუმარცხებელი არ იქნებოდა, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს როდის დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები, ევროპასთან ერთად განსაზღვროს რა გახლავთ მშვიდობა. 

ჩვენ ნამდვილად მხარში ვუდგავართ უკრაინას, მე ვსაუბრობ საქართველოს მოსახლეობის სახელით ისევე, როგორც აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობის სახელით, რადგანაც ეს ევროპული მომავალი, თავისუფლება, მათი იდენტობის დაცვა მათთვისაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს. მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამოვიდნენ სოხუმში, აფხაზეთში. აფხაზეთი არ იყიდება, რუსეთს არ დავუჩოქებთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები