ბრიუსელში ომს გადარჩენილ უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა

უკრაინელი ბავშვების თვალით დანახული ომი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ბრიუსელში დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. ფილმის რეჟისორი დენის ვარაბიოვია. 

რეჟისორმა ჩაწერა ინტერვიუები 4-დან 16-წლამდე ბავშვებთან, რომლებიც ომის ყველაზე ცხელ წერტილში ცხოვრობდნენ. ისინი საკუთარ ისტორიებს ჰყვებიან.

ფილმის გადამღები ჯგუფის წევრების თქმით, მათი მიზანია მეტმა ევროპელმა ნახოს თუ რა ხდება უკრაინაში და როგორ ცხოვრობენ ომში ბავშვები.

"რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შემოჭრის დღიდან უკრაინის ტერიტორიაზე ჩვენ 500 ბავშვი დავკარგეთ, ამ ღამესაც დაიღუპა ერთი ბავშვი. ძალიან დიდ ტანჯვას გვაყენებს რუსეთის ეს მომაკვდინებელი თავდასხმა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მთავარი გზავნილია ის, რომ უბრალოდ დაგვეხმაროს, რომ შეჩერდეს ეს აგრესია და ოკუპაცია. რა თქმა უნდა ჩვენ არასდროს დავნებდებით, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ გავიმარჯვებთ", - აცხადებს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბელგიის სამეფოში ნატალია ანუშინა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები