ფაშინიანი - სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში

სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში. ერევანს ეს ომი აშფოთებს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

"ეს არასოდეს თქმულა ხმამაღლა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნათელია: უკრაინასთან ომში ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირე. ეს ომი შფოთვას იწვევს, რადგან პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ყველა ურთიერთობაზე", - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ერევანი დაუცველია, რადგან ის არ არის არც რუსეთის და არც უკრაინის მოკავშირე ომში.

"დასავლეთში უფრო მეტად აღნიშნავენ, რომ ჩვენ რუსეთის მოკავშირეები ვართ, მაგრამ რუსეთში ხედავენ, რომ ჩვენ მათი მოკავშირეები არ ვართ უკრაინასთან ომში. გამოდის, რომ ჩვენ არავის მოკავშირე არ ვართ ამ სიტუაციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დაუცველები ვართ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, სომხეთს ბევრი საკუთარი საზრუნავი აქვს.

"სამწუხაროდ, ძალიან ბევრი საზრუნავი გვაქვს, რაც არ გვაძლევს საშუალებას უფრო მეტად ჩავერთოთ სხვა პრობლემების გადაჭრაში“, - განაცხადა ფაშინიანმა.

რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ერევანმა ომში ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, თუმცა გამოაცხადა მზადყოფნა უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები