პარლამენტთან კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს

პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაკავებები გრძელდება.

გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, დაკავებული არიან ედუარდ მარიკაშვილი, ნიკა რომანაძე და საბა ბრაჭველი. 

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი, ნიკა რომანაძე და საბა ბრაჭველი დააკავა პოლიციამ ახლა პარლამენტის წინ", - წერს მშვენიერაძე.

სამოქალაქო აქტივისტის ნიკუშა ფარულავას ინფორმაციით კი, პარლამენტთან პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა.

"პარლამენტთან ვართ, გადაგვიარეს და კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს - მაისურზე წარწერები ჰქონდა ღარიბაშვილს ახასიათებდა, ჯერ მაისური გაახდევინეს, ახლა დააკავეს. 

ველოდებით სასწრაფოს.

პ.ს. დაკავებული არასრულწლოვანია", - წერს ფარულავა.

იქამდე პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, მათ შორის ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

აქციის მონაწილეებს ხელში ბანერები უჭირავთ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს აპროტესტებენ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

 <iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgeorge.mshvenieradze%2Fposts%2Fpfbid0zuGET1NUAMzXdGwHGCQdimnRodpvyeHp9BgFJz9GS6m16PE927ZHUjWxjG9GjHQwl&show_text=true&width=500" width="500" height="188" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>