ზელენსკი - უკრაინა მზად არის კონტრშეტევისთვის

უკრაინა მზადაა, კონტრშეტევისთვის თავისი ტერიტორიის რუსი ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად, თუმცა დაწყების თარიღები და დეტალები უცნობია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. არ ვიცი, რამდენ ხანს დასჭირდება. მართალი გითხრათ, ეს შეიძლება სხვადასხვა გზით წავიდეს, სრულიად განსხვავებული, მაგრამ ჩვენ ამას ვაპირებთ და მზად ვართ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინის არმიას არ მიუღია ყველა ის იარაღი, რისი იმედიც ჰქონდა, მაგრამ მეტი ლოდინი არ შეიძლება. ზელენსკი სავარაუდოდ, მოიერიშე თვითმფრინავებს გულისხმობდა, რადგან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საჰაერო უპირატესობა.

"მტრის თვითმფრინავებისგან დაცვის ნაკლებობა ნიშნავს, რომ ბევრი ჯარისკაცი დაიღუპება კონტრშეტევის დროს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები