გია ვოლსკი - მონათლო კადიროველებად და დააბრალო, რომ საქართველოში დივერსიული, კონსპირაციული მიზნებით შემოვიდნენ, არასწორია

ეს ის თემა არ არის, რომლითაც შეიძლება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხი რაიმე საეჭვო გარემოებაში აღმოჩნდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

“შექმნილ ვითარებაში ყველა სტუმარი შეიძლება მისაღები არ იყოს საზოგადოებისთვის ან ყველა სტუმართან დაკავშირებით კითხვები არ არსებობდეს, მაგრამ გროზნოს ყოფილი მერი, გადაყენებული, ვთქვათ, ბიზნესმენი, რომელსაც გარკვეული ფულადი რესურსი გააჩნია, მონათლო კადიროველებად  და დააბრალო, რომ საქართველოში დივერსიული, კონსპირაციული მიზნებით შემოვიდნენ, არასწორია. შეიძლება ამასთან დაკავშირებით სხვა აზრი გქონდეს, ერთი ადამიანი ერთს ფიქრობს და მეორე სხვანაირად, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ის თემა არ არის, რომლითაც შეიძლება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხი რაიმე საეჭვო გარემოებაში აღმოჩნდეს. კონტროლი ინტენსიურია ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში, ვინც საქართველოს საზღვარს ჰკვეთს.

კადიროველი სხვა რამეა, კადიროველი არის თემა, რომელიც "ბოევიკების" ჯგუფს, შეიარაღებული დაჯგუფების ადამიანებს უკავშირდება. ესენი ჩამოსული არიან რუსეთის ფედერაციიდან,  კავკასიიდან, რომელსაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა 2010 წლიდან აქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოში რუსული ესკორტის გადაადგილების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ესკორტი რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრის, ჩეჩენი ბიზნესმენის ასლანბეგ ახმედ-ხანოვისაა. რუსული ესკორტი სტუმრობდა არაერთ ადგილს, მათ შორის იმყოფებოდა თბილისსა და ბათუმში.

უახლესი ამბები