კირბი - ვმუშაობთ მეტი ინფორმაციისთვის, დანამდვილებით ვერ ვიტყვით რა მოხდა ამ ეტაპზე

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა იცის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა ააფეთქა კახოვკის ჰესი, მაგრამ ვაშინგტონი ამას ამ დროისთვის ვერ ადასტურებს.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ აფეთქების შედეგებს, რამაც გამოიწვია მასიური წყალდიდობა უკრაინაში და ათასობით უკრაინელის ევაკუაცია. 

ჩვენ ვნახეთ ინფორმაცია, რომ რუსები არიან პასუხისმგებელი კაშხლის აფეთქებაზე. შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარები შევიდნენ შარშან უკანონოდ და მას შემდეგ აგრძელებენ ოკუპაციას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ანგარიშების შესაფასებლად და ვმუშაობთ უკრაინელებთან მეტი ინფორმაციისთვის. დანამდვილებით ვერ ვიტყვით რა მოხდა ამ ეტაპზე... ახლა რაც ზუსტად ვიცით, ეს არის ის, რომ უკრაინელი ხალხისა და რეგიონის ზიანი იქნება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კირბიმ ბრიფინგზე.

მანამდე NBC News-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულ შტატებს აქვს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ თავდასხმის უკან რუსეთი დგას.

6 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის წინასწარ დანაღმული კაშხალი ააფეთქეს. წყალდიდობის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა 80-მდე დასახლება, ძირითადად ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში.

წყალდიდობის გამო 40 ათასამდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. აქედან 25 ათასი ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. კონტროლირებადი ტერიტორიიდან ევაკუაცია გრძელდება. დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე 13 დასახლება დაიტბორა.

აფეთქების შედეგად ოკუპირებულ ყირიმში სასმელი წყლის მიწოდება შეფერხებულია. შესაძლოა, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში წყალმომარაგების პრობლემა შეიქმნას.

სადგურის აფეთქებას ჯერ არ მოუხდენია მნიშვნელოვანი გავლენა ენერგოსისტემაზე, მაგრამ კახოვკის ჰესის დაკარგვით ქვეყნის ჰიდროგენერაციის 5% დაიკარგა.

მსგავსი სიახლეები