ზელენსკი ხერსონის ოლქში ჩავიდა

ზელენსკი ხერსონის ოლქში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად წყალდიდობით დაზარალებულ ხერსონის ოლქში ჩავიდა. 

"სამუშაო ვიზიტი ხერსონის ოლქში. საკოორდინაციო თათბირი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია: კატასტროფის შედეგად ოლქში შექმნილი ოპერატიული მდგომარეობა, დატბორვის პოტენციური ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, კაშხლის აფეთქების შედეგად გამოწვეული საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაცია, დატბორილი ტერიტორიების სასიცოცხლო უზრუნველყოფის ორგანიზება. ასევე, რეგიონის ეკოსისტემის აღდგენის პერსპექტივები და ტექნოგენური კატასტროფის ზონაში ოპერატიული სამხედრო ვითარება", - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციისთვის სახსრების გამოყოფა.

"მნიშვნელოვანია ზარალის გამოთვლა და სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციისთვის სახსრების გამოყოფა, ზარალის კომპენსაციის ან ხერსონის რეგიონში საწარმოებისთვის ადგილმდებარობის შეცვლის პროგრამის შემუშავება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ხერსონში მან მოინახულა გადასასვლელი, სადაც მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია დატბორილი ტერიტორიებიდან.

"ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად დავიცვათ სიცოცხლე და დავეხმაროთ ადამიანებს. მადლობა მაშველებს და მოხალისეებს! მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეში მონაწილეობს!", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები