მერი - ოკუპირებულ ოლეშკაში დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა

კახოვკის ჰესის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დროებით ოკუპირებულ ოლეშკაში მსხვერპლთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. დაკარგულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია, - ამის შესახებ მერმა ევგენი რიშჩუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ნაწილში არანაირი კავშირი არ არის, ამიტომ ზუსტი ინფორმაციის მიღება შეუძლებელია.

"დღეს ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სკოლის შენობას, სადაც დატბორილი სახლებიდან მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება", - განაცხადა მან.

გარდა ამისა, მისი თქმით, ასობით მცხოვრები კვლავ რჩება საკუთარი სახლების სახურავებზე. რიშჩუკმა აღნიშნა, რომ ხალხი ერთმანეთის დახმარებას ცდილობს.

6 ივნისის ღამეს რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რამაც ხერსონის ოლქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე ათობით დასახლებული პუნქტის დატბორვა გამოიწვია.

ოლეშკას მერმა ევგენი რიშჩუკმა დროებით ოკუპირებულ ქალაქში პირველი მსხვერპლის შესახებ 7 ივნისს განაცხადა. 

მსგავსი სიახლეები