ზელენსკი - ყველაფერი, რაც ხერსონის რეგიონში ხდება, ოკუპანტის მიზანმიმართული დანაშაულია

ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილს სჭირდება საერთაშორისო საზოგადოების დახმარება კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

მისი თქმით, ტერიტორიების ოკუპირებულ ნაწილში ათამდე დასახლებული პუნქტი დაიტბორა და ევაკუაცია საერთოდ არ ხდება.

"ხალხი უკვე მეორე დღეა, სახურავებზეა, წყლის ხაფანგში, სასმელი წყლის გარეშე, საკვებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე. ჩვენ არ ვიცით რამდენია გარდაცვლილი და დაშავებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მას მიაჩნია, რომ სამხრეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოსგან მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს.

"ეს ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვხვდა, არის ოკუპანტის მიზანმიმართული დანაშაული. ბევრი კითხვაა, რა მოხდა, მაგრამ ეს მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს ვსაუბრობდით კაშხლისა და სადგურის სხვა სტრუქტურების ოკუპანტების მიერ დანაღმვის შესახებ. ახლა ოკუპანტები ბომბავენ იმ ტერიტორიებს, სადაც ევაკუაცია მიმდინარეობს. ცხადია, კატასტროფით დაინტერესებულია რუსეთი“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები