კლიმენკო - კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად წყალდიდობის გამო 5 ადამიანი დაიღუპა, 13 დაკარგულად ითვლება

წყალდიდობის შედეგად, რომელიც რუსების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევამ გამოიწვია, ხერსონისა და ნიკოლაევის რაიონებში ხუთი ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, დაკარგულად ითვლება კიდევ 13 ადამიანი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომელიც ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგების აღმოფხვრის შტაბს ხელმძღვანელობს.

მისივე თქმით, ხერსონის ოლქში ფაქტობრივად დაიტბორა 48 დასახლება, საიდანაც 34 (3625 სახლი) უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 14 დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

მინისტრის თქმით, ხერსონის რეგიონში დატბორილი დასახლებიდან 2412 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

"4 ადამიანი დაიღუპა. ევაკუაციის ღონისძიებების დროს დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება", - განაცხადა კლიმენკომ.

მისი თქმით, ნიკოლაევის რაიონში დატბორილია 23 დასახლებული პუნქტი, საიდანაც ევაკუირებულია 825 ადამიანი. ასევე ცნობილია ერთი დაღუპულის შესახებ.

6 ივნისის ღამეს რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს, რამაც სამხრეთ უკრაინაში ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. შედეგად, ათობით დასახლება დაიტბორა როგორც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ასევე რუსი ოკუპანტების მიერ დროებით ხელში ჩაგდებულ ტერიტორიაზე.

ხერსონის დატბორილი ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაციის დროს რუსმა ოკუპანტებმა თავშეყრის ადგილის, ასევე რეგიონის ტერიტორიის მიმართ ცეცხლი გაუხსნეს. დაბომბვის შედეგად ცნობილია ორი დაღუპულის და 17 დაჭრილის შესახებ.

9 ივნისის დილის მდგომარეობით, ხერსონში წყალდიდობის დონის შემცირების ტენდენციაა. კერძოდ, ღამის საათებში წყალი 20 სანტიმეტრით დაცხრა. შესაბამისად, რეგიონში წყლის დონე დაახლოებით 5,38 მეტრზეა შენარჩუნებული, ხოლო ხერსონში - 5,35 მეტრზე.

მსგავსი სიახლეები