გაეროს სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელს 30-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა

საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა 32 სახელმწიფოს მიერ უკრაინის სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ გენოციდის დანაშაულის აღკვეთის კონვენციის დარღვევის გამო.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ქვეყნებმა 2023 წლის 5 ივლისამდე სასამართლოს უნდა წარუდგინონ განცხადებები, ასევე გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები საქმეზე.

ამასთან, გაეროს სასამართლომ უარი თქვა შეერთებული შტატების სარჩელზე შეერთებაზე მხარეთა წინასწარი საჩივრების ეტაპზე.

სარჩელს შეუერთდნენ - ავსტრალია, ავსტრიის რესპუბლიკა, ბელგიის სამეფო, ბულგარეთის რესპუბლიკა, კანადა, ნიდერლანდების სამეფო, ხორვატიის რესპუბლიკა, კვიპროსის რესპუბლიკა, ჩეხეთი, დანიის სამეფო, ესტონეთის რესპუბლიკა, ფინეთის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საბერძნეთის რესპუბლიკა, ირლანდია, იტალიის რესპუბლიკა, ლატვიის რესპუბლიკა, ლიხტენშტაინის სამთავრო, ლიეტუვის რესპუბლიკა, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, მალტის რესპუბლიკა, ახალი ზელანდია, ნორვეგიის სამეფო, პოლონეთის რესპუბლიკა, პორტუგალიის რესპუბლიკა, რუმინეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა, სლოვენიის რესპუბლიკა, ესპანეთის სამეფო, შვედეთის სამეფო, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო.

უკრაინის პირველი სარჩელის მოსმენა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 6 ივნისს დაიწყო და 14 ივნისს დასრულდება. გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში.

უკრაინამ სარჩელი ჯერ კიდევ 2017 წელს შეიტანა, ამ დოკუმენტით უკრაინა ადასტურებს, რომ რუსეთი არღვევს შესაბამის კონვენციებს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიარაღებული დაჯგუფებებისთვის შეიარაღების მიწოდებით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები