ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალური წყალსადენის დებეტის გაზრდის მიზნით, მიმწოდებელი მაგისტრალის და სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს

ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალური წყალსადენის დებეტის გაზრდის მიზნით, მიმწოდებელი მაგისტრალის და სატუმბი სადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

მიმდინარე სამუშაოებს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან ჯემალ ისაკაძესთან და ნინო ჩხიკვაძესთან, ასევე ჩხარი, ძევრისა და გოგნის მაჟორიტარ დეპუტატთან მანუჩარ ფანჩულიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

"სოფელ ჩხარში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, პრიორიტეტად უწყვეტი წყალმომარაგების  საკითხი დასახელდა. ჩვენ დავპირდით, რომ  მათი ინტერესების გათვალისწინებით, ერთობლივი ჩართულობით შევძლებდით აღნიშნული პრობლემის მოგვარებას. დღეის მდგომარეობით ცენტრალური წყალსადენის დებეტის გაზრდის მიზნით, საჭირო სამუშაოები უკვე დაწყებულია და პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, წყლის სათავე ნაგებობა, მიმწოდებელი მაგისტრალი, სატუმბი სადგური, საქლორატორო და ინდივიდუალური მრიცხველები მოეწყობა, რომლის დასრულების შემდეგ, უწყვეტი წყალმომარაგებით 500-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს“, - განაცხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ.

სამუშაო შეხვედრას ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები