პროექტ "ჩვენი ჯარის“ წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

პროექტის "ჩვენი ჯარი“ ფარგლებში თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და არქიტექტურის ფაკულტეტების სტუდენტებს შეხვდნენ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს და „ჩვენი ჯარის“ პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. 

სტუდენტები თავდაცვის ახალი კოდექსით დაგეგმილ სიახლეებსაც გაეცნენ, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მათ ინფორმაცია მიიღეს როგორც პროფესიული სამხედრო სამსახურის, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და რეზერვის სახეობების შესახებ.

სტუდენტებმა კოდექსთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

პროექტი ,,ჩვენი ჯარი“, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული ჯარის პოპულარიზაციას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებასა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები