შოლცი - გერმანია დაეხმარება უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

გერმანია გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება, ამისთვის დაფინანსება უკვე არსებობს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსული აგრესია "საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება". ამიტომ, ნატოს მოკავშირეები ამზადებენ და ადაპტირებენ ამ პოლიტიკისკენ.

"გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. ჩვენ გვაქვს საჭირო დაფინანსება ჩვენს ბიუჯეტში და გერმანული ინდუსტრია ზრდის თავის შესაძლებლობებს იარაღის წარმოების, შეკეთებისა და მომსახურებისთვის", - განაცხადა შოლცმა.

მისივე თქმით, ევროპას ახლა სჭირდება ინვესტიცია საჰაერო თავდაცვაში, რომელიც დაიცავს ბალისტიკური, ფრთოსანი რაკეტებისა და დრონებისგან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები