შოლცი - დასავლეთის მიზანია უკრაინის დახმარება და არა რუსეთში რეჟიმის შეცვლა

დასავლეთის ქვეყნების მიზანი ახლა არის დაეხმაროს უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი რუსული შეჭრისაგან და არა პუტინის რეჟიმის შეცვლა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უაზრო იქნებოდა რუსეთში რეჟიმის დამხობის იმედი კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის აჯანყების დროს.

"ვაგნერი" სამხედრო შენაერთია, რომელიც ძალზე აგრესიულად მოქმედებს მთელ მსოფლიოში და უშუალოდ რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მისივე თქმით, წარუმატებელმა აჯანყებამ ვლადიმერ პუტინი დაასუსტა.

”მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ის დასუსტებულია, რადგან ეს გვიჩვენებს, რომ არის ბზარები ავტორიტარულ ძალაუფლების სტრუქტურებში და არ ზის ისე მყარად უნაგირზე, როგორც ამას ყოველთვის ამტკიცებს“, - განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, აიძულებს თუ არა ასეთი ვითარება რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები