ნიკა გვარამია - 2024 წელს ივანიშვილის პოლიტიკიდან გასტუმრებაში მივიღებ მონაწილეობას

2024 წელს ივანიშვილის პოლიტიკიდან გასტუმრებაში მივიღებ მონაწილეობას, - ამის შესახებ "მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი იქნება თუ არა პოლიტიკაში ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში, თუმცა  "ხელისუფლების ცვლილებაში მონაწილეობას მიიღებს".

"გადაწყვეტილება არ მიმიღია. მე პოლიტიკაში 2024 წელს, ივანიშვილის ამ ქვეყნის პოლიტიკიდან გასტუმრებაში მივიღებ მონაწილეობას ნებისმიერ შემთხვევაში, ციხეში რომ ვყოფილიყავი, მაინც ვეცდებოდი, რომ ეს გამეკეთებინა, გარეთ მით უმეტეს.

რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით, მე გადაწყვეტილება არ მიმიღია, ამისთვის მჭირდება დრო, მინდა იყოს გაცნობიერებული, იმიტომ, რომ ეს ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები