ყირიმში აფეთქებების ხმა ისმის - იწვის ოკუპანტების სამხედრო ობიექტები

დროებით ოკუპირებულ ყირიმში უპილოტო თვითმფრინავები თავს დაესხნენ რუსეთის სამხედრო ობიექტებს. თავდასხმის სავარაუდო სამიზნე იყო სამხედრო აეროდრომი კრასნოგვარდეისკის რაიონში და ნავთობის საცავი.

ამასთან, რუსმა ოკუპანტებმა ყირიმის ხიდზე მოძრაობა გადაკეტეს.

"ყირიმის ხიდზე მანქანების მოძრაობა დროებით შეჩერებულია. ვინც ხიდზე და ინსპექტირების ზონაში იმყოფებით, გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მიჰყევით სატრანსპორტო უსაფრთხოების თანამშრომლების მითითებებს“, - აღნიშნეს საავტომობილო გზების საინფორმაციო ცენტრში ყირიმის ხიდთან ავტო მისადგომებზე შექმნილი ვითარების შესახებ.

მოგვიანებით რუსებმა მოძრაობის აღდგენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.

მანამდე სიმფეროპოლში ხანძარი გაჩნდა, რუსების თქმით, ორსართულიანი სახლი დაიწვა.

ამავდროულად, ცნობილია აფეთქებები კრასნოგვარდეისკის რაიონში. თვითმხილველების თქმით, აფეთქებების ხმა ათ წუთის განმავლობაში ისმოდა.

ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელის სერგეი აქსიონოვის განცხადებით, თავდასხმა სავარაუდოდ, დრონებით განხორციელდა, თუმცა სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

"შესაძლო შედეგების აღმოსაფხვრელად ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. გთხოვთ მშვიდად იყოთ და ენდოთ მხოლოდ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს", - აცხადებს აქსიონოვი.

იმავდროულად, ოკუპანტები მოუწოდებენ მოქალაქეებს, არ გამოაქვეყნონ უპილოტო საფრენი აპარატების ფოტოები.

ზოგიერთი თვითმხილველი აცხადებს თავდასხმის შესახებ საბრძოლო მასალის საცავს და აეროდრომზე.

"კრასნოგვარდეისკის რაიონზე მტრის უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად აფეთქება მოხდა საბრძოლო მასალის საცავში. წინასწარი მონაცემებით, არანაირი დაზიანება და მსხვერპლი არ ყოფილა. რისკების შესამცირებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 5 კილომეტრის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაციის", - განაცხადა სერგეი აქსიონოვმა.

თვითმხილველები საუბრობენ აფეთქებების შემდეგ რკინიგზის სადგურზეც.

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას ყირიმში მომხდარი აფეთქებების შესახებ ინფორმაციას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები