თბილისსა და ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ოკუპანტების შემოსვლას აპროტესტებენ.
აქცია თბილისში, პარლამენტთან გაიმართება, ბათუმში კი, მოქალაქეები 20:00 საათზე საკრუიზო გემთან შეიკრიბებიან.
აქციებს სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები შეუერთდებიან.
საკრუიზო გემით ბათუმში 800-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა, რომლებიც არ აღიარებენ კრემლის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ამტკიცებენ, რომ "აფხაზეთი საქართველოსგან გაათავისუფლეს".