უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი აჩიკო დევრისაშვილი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ბახმუტთან დაბომბვას ემსხვერპლა.
42 წლის აჩიკო დევრისაშვილი უკრაინაში ომის დაწყებიდან იბრძოდა.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში 48 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.