ონში შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ივერია ბრილიანტი" ჩატარდა

ქალაქ ონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ივერია ბრილიანტი“ ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 30 ივლისს გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს "ივერია ბრილიანტს“ საფუძველი 2018 წელს ჩაეყარა და წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა.

ღონისძიება ორ ეტაპად გაიმართა, პირველი დღე საკონკურსო თემატიკას დაეთმო, სადაც ჟიურიმ, ცეკვისა და სიმღერის ნომინაციებში გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვა.

ფესტივალის ორგანიზატორმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა ადგილობრივ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ნიჭიერ ხელოვანებს, რომელთა ნამუშევრებმა კულტურის სახლის საგამოფენო სივრცეში უმასპინძლა ფესტივალზე მისულ სტუმრებს.

პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ინიციატივით განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს, პოლონეთის, უკრაინის, გერმანიის, ლიეტუვას, სომხეთის, თურქეთის, უზბეკეთის წარმომადგენლებმა.

ფესტივალზე ასევე სპეციალურ სტუმრად იმყოფებოდა ბიატა ჩაიკა-როლინსკა - შშმ პირთა ფოლკლორის სპეციალური ტრენერი.

პროექტის მიზანია შშმ პირთა მხარდაჭერა, მათი რესოციალიზაცია და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

მსგავსი სიახლეები