ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე ავრცელებს.
"დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც წაართვეს ტელეფონი, პირადი ნივთები, არ აძლევენ ზარის განხორციელების შესაძლებლობას!" - წერს კუპრაძე.
ბათუმის პორტში პუტინის პროპაგანდისტების საწინააღმდეგო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შსს-ს ინფორმაციით, ბათუმის პორტში 9 ადამიანი დააკავეს.
რუსი ტურისტები პორტიდან მიკროავტობუსებით გაიყვანეს.