თეთრი სახლი - აშშ არ უწყობს ხელს უკრაინის თავდასხმებს რუსეთის ტერიტორიაზე

ამერიკის შეერთებული შტატები "არ ახალისებს და არ უწყობს ხელს“ უკრაინის თავდასხმებს რუსეთის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

"უბრალოდ მინდა განვმარტო, რომ ჩვენ არ ვახალისებთ ან ხელს ვუწყობთ ამ თავდასხმებს... ჩვენ უკრაინელებთან განვიხილეთ ჩვენი შეშფოთება რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კირბიმ მოსკოვზე დრონების თავდასხმების კომენტირებისას.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინელები "თვითონ არიან პასუხისმგებელი სამიზნეების არჩევაზე და იმაზე, თუ სად აპირებენ თავიანთი სამხედრო პოტენციალის განთავსებას“.

კირბის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევის დროს კარგად მუშაობს და ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის ყველა საჭირო აღჭურვილობის მიწოდებას.

"ჩვენ ნამდვილად გვინდა ფოკუსირება იმაზე, რაც ხდება უკრაინაში. ისინი გარკვეულ პროგრესს აღწევენ და ჩვენ ვაპირებთ დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ ყველა საჭირო მარაგი. თქვენ ხედავთ ამას ჩვენს მიერ გაგზავნილ უახლეს პაკეტებში. განაღმვის აღჭურვილობა სიის სათავეში იყო“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. 

უახლესი ამბები