სართიჭალაში რკინა-ბეტონის ფილის დაცემის შედეგად 55 წლის მამაკაცი დაიღუპა

სართიჭალაში მამაკაცს რკინა-ბეტონის ფილა დაეცა და ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა 2 აგვისტოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული 55 წლის მამაკაცი ვაზიანთან შემოვლითი გზის მშენებლობაზე სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა.

უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მანქანამ მშენებარე ხიდის ქვეშ გაიარა და დაუსრულებელი კონსტრუქციის ძელს გამოედო.

სამშენებლო სამუშაოებს ვაზიანის მონაკვეთზე ჩინური კომპანია ახორციელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მძღოლს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ხიდის ქვეშ სატვირთო მანქანის გავლა არ შეიძლებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 