ქუთაისში გაუჩინარებული ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში 5 დღის განმავლობაში გაუჩინარებული ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მაშველები დაკეტილ ბინაში 112-ში შესული შეტყობინების შემდეგ შევიდნენ და ადგილზე იმდენად მძიმე ვითარება დახვდათ, რომ ცხედრის გადასვენება სპეციალური ეკიპირებით და ნიღბებით მოუწიათ.

სავარაუდოდ, ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, თუმცა მასთან ერთად მცხოვრებმა შვილმა, რომელსაც არსებული ინფორმაციით ფსიქიკური პრობლემები აქვს,  ეს ფაქტი დამალა, მეზობლებს კი უთხრა, რომ დედა სოფელში იყო წასული.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღე სადარბაზოში მძიმე სუნი იგრძნობოდა.

დედის გაუჩინარება საეჭვო მეორე შვილისთვის გახდა, რომელიც სხვაგან ცხოვრობს. ის ბინაში მივიდა, თუმცა დამ კარი არ გაუღო, ამის შემდეგ კი 112-ს შეატყობინა.

ქალის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.