მეუფე გრიგოლი - როდესაც ადამიანი ფიზიკური გადარჩენისთვის მიდის და ვერ პოულობს საკუთარ სამშობლოში ადგილს, ეს ძალიან მტკივნეული და დამაფიქრებელია

სახელმწიფო ვერ შედგება სახელმწიფოებრივი აზროვნების გარეშე და სახელმწიფოებრივი აზროვნება ვერ ჩამოყალიბდება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გარეშე, რომელიც თითოეულ ადამიანს მოეთხოვება, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ნოჯიხევში, ხარების დედათა მონასტერში სადღესასწაულო ქადაგებისას განაცხადა.

"საქართველო მარტო წარსული არ არის, საქართველო არის აწმყო და იბრძვის იმისთვის, რომ მას ჰქონდეს მომავალი, მშვიდობა არ არის სამარადჟამო, მშვიდობას სჭირდება სერიოზული საყრდენები, ძლიერი საყრდენები და მარადიული სიფხიზლე, რადგან ეს ქვეყანა მართლაც საოცარ ადგილზე მდებარეობს, საოცარი გარემო არის, ოთხი კლიმატური ზონა არის, გარდა ამისა, მისი გეოგრაფიული მდებარეობა ისეთი არის, რომ სავაჭრო გზები იკვეთებოდა და ვხედავთ, რომ ეს თემა დღესაც აქტუალურია, დღესაც ეს თემა საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფოების ინტერესების ცენტრში აქცევს. ეს საფრთხეს და გამოწვევებსაც შეიცავს, რათა შევინარჩუნოთ ბალანსი, რომ ქვეყანა განვითარების ვექტორს არ ასცდეს.

ჩვენ გვჭირდება ისეთი პირობების შექმნა, რომ არ იყოს ქვეყნიდან გაქცევა, უცხოეთში მიდიოდნენ ადრეც, ეს ძალიან ჩვეულებრივი პროცესია, მაგრამ როდესაც ადამიანი ფიზიკური გადარჩენისთვის მიდის და აქ ვერ პოულობს საკუთარ სამშობლოში ადგილს, ეს ძალიან მტკივნეული და დამაფიქრებელია, ეს ყველა ჩვენგანის საზრუნავი და საფიქრალია.

1991 წლიდან რამდენი რამ გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ, განვითარებისთვის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მშვიდობა, ეს უნდა დავაფასოთ. ეს ქვეყანა ჩემი სამშობლოა და მინდა, რომ ის იყოს წარმატებული და ეს წარმატება ყველამ ერთად უნდა შევქმნათ. არ არსებობს ადამიანი, მოქალაქე, რომელიც თავისუფალი იყოს ამ პასუხისმგებლობისგან. ყველა ყველაფრის მცოდნე ვერ იქნება, იყავი შენი დარგის სპეციალისტი და წარმატებული იყავი შენს სფეროში, რაც ძალიან სჭირდება ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობას. დღეს იქმნება ამ ქვეყნის მომავალი და მის შენებაში თითოეულის ქმედება არის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. სწორი ორიენტაცია ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. სახელმწიფო ვერ შედგება სახელმწიფოებრივი აზროვნების გარეშე და სახელმწიფოებრივი აზროვნება ვერ ჩამოყალიბდება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გარეშე, რომელიც თითოეულ ადამიანს მოეთხოვება", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა. 

მსგავსი სიახლეები