მიხეილ სარჯველაძე - ეს არის ძალიან დასაფასებელი, რაც გააკეთა ირაკლიმ და რასაკვირველია, მე ამ განცხადებას ვუერთდები

არავის არ გვქონია არც პირველ დღეს, არც მეორე დღეს და არც არასდროს, სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ვინმეს ჰეროიკული საქციელი, ვინმეს გმირობა რაღაცნაირად დაგვეკნინებინა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

"მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან ხშირად ხდება, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება ხოლმე გარკვეული ფრაზების გავრცელება შემდგომ და ეს ქმნის გარკვეულ არასწორ შთაბეჭდილებებს და არასწორ აღქმებს.

ის, რაც თქვა გუშინ ირაკლიმ, აბსოლუტურად სწორი იყო, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ყველაზე მეტად რაც ვაჟკაცურად გამოიყურებოდა და აბსოლუტურად კორექტული იყო. არავის არ გვქონია არც პირველ დღეს, არც მეორე დღეს და არც არასდროს, სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ვინმეს ჰეროიკული საქციელი, ვინმეს გმირობა რაღაცნაირად დაგვეკნინებინა. ეს თქვა და ყოველგვარი სპეკულაციისთვის მიზეზი მოსპო.

ეს არის ძალიან დასაფასებელი, რაც გააკეთა ირაკლიმ და რასაკვირველია, მე ამ განცხადებას ვუერთდები და მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც არამც თუ უბრალოდ გადარჩა, არამედ პირდაპირ ვამბობ, რომ გმირობა გამოიჩინა, თუმცა რასაკვირველია, არ უნდა დაგვავიწყდეს და აქაც უნდა ვთქვათ, არც ირაკლის და არც მე არასდროს არ გვქონია ამის განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო, ნამდვილად არ გვინდოდა ვინმეს ღვაწლის დაკნინება.

პატიებას ვითხოვთ რა თქმა უნდა, თუკი ასე გამოვიდა და ობიექტურად ასეთი შთაბეჭდილება ვინმეს გაუჩნდა, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ", - განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები