კულება - არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დრო დასჭირდება, უკრაინა ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას გაათავისუფლებს

უკრაინელი სამხედროები გაათავისუფლებენ რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ მთელ ტერიტორიას, რა დროც არ უნდა დასჭირდეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

"ჩვენი მიზანია გამარჯვება, გამარჯვება ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლების სახით 1991 წლის საზღვრებში, ჩვენ არ გვაინტერესებს რამდენ ხანს დასჭირდება ამას. სანამ უკრაინელი ხალხი იზიარებს ამ მიზანს, უკრაინის მთავრობა გვერდიგვერდ ივლის თავის ხალხთან ერთად“, - განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, უკრაინა არ არის დასავლელი პარტნიორების მხრიდან ზეწოლის ქვეშ, რომლებმაც მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გაუწიეს, რათა მიაღწიონ უფრო სწრაფად წარმატებას, თუმცა უკრაინას კვლავ დასჭირდება დასავლური იარაღისა და საბრძოლო მასალის სტაბილური მიწოდება, სანამ მისი სამხედროები არ გაიყვანენ რუსეთის ჯარებს უკრაინის მთელი ოკუპირებული ტერიტორიიდან.

"სიმართლე ისაა, რომ სანამ არ გავიმარჯვებთ, მეტი გვჭირდება, წინსვლა გვჭირდება, რადგან ომი რეალობაა და ამ რეალობაში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. სხვა გზა არ გვაქვს“, - განაცხადა კულებამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები