უკრაინის დაზვერვა ფსკოვში ოთხი ილ-76-ის განადგურებას ადასტურებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ადასტურებს, რომ ღამით რუსულ ფსკოვში ოთხი სამხედრო ილ-76-ის განადგურება მოხდა. ამავე დროს, დაზიანდა კიდევ რამდენიმე ასეთი თვითმფრინავი, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

"ფსკოვის აეროდრომზე იყო აფეთქებები, რის შედეგადაც განადგურდა ოთხი ილ-76 და დაზიანდა კიდევ რამდენიმე", - განაცხადა იუსოვმა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება, მათ შორის მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის დანაკარგების შესახებ.

"მაგრამ, რადგან ღამე იყო, თუ რაიმე პერსონალის დანაკარგები იყო, უმნიშვნელო იქნება", - აღნიშნა იუსოვმა.

არსებული ინფორმაციით, ეს დაზვერვის სამსახურის ოპერაცია იყო, თუმცა დაზვერვა ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

30 აგვისტოს ღამეს რუსეთში დრონების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა მოხდა. თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა რუსეთის ექვსი სხვადასხვა რეგიონი, ყველაზე მეტად დაზარალდა ფსკოვი, სადაც დარტყმა განხორციელდა ილ-76 სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებზე (ისინი ატარებენ სამხედროებს, აღჭურვილობას და საბრძოლო მასალას). თავდასხმის შემდეგ აეროდრომზე ხანძარი გაჩნდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები