ნიკა მელია - დათო მჟავანაძეს და მასავით მართალ, მებრძოლ და იდეის ერთგულ ადამიანებს არც მუშტი აშინებს და არც მუქარა

დღეს რაც მოხდა ჩოხატაურში, რაც ხდება ქვეყანაში არაფერია, თუ არა ხელისუფლების შიში და ამის საპასუხოდ ხალხის შეშინების მცდელობა: არ გქონდეს განსხვავებული აზრი, თორემ პარტაქტივი გცემს..., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია წერს.

"ჩოხატაურში არის ერთადერთი სკვერი, რომლის გაყიდვაც ადგილობრივ საკრებულოს გადაუწყვეტია, ყველამ იცის, მაჟორიტარი ჩიგოგიძის გარეშე მანდ არაფერი ხდება.

პოლიტიკა ბიზნესის კეთების, ფულის საჭრელ მანქანად აქციეს, კანონი და ქვეყანა მოირგეს, ხვალ დაჯდება პარლამენტში ბატონი ჩიგოგიძე და კონსტიტუციაზე და პრეზიდენტის მიერ მის დარღვევაზე იმსჯელებს, ეს არის ხალხის დაცინვა ხელისუფლების მხრიდან, ხოლო მათთან ერთად ამ ეტაპზე მაინც პარლამენტში ჯდომა და ამ ხალხისთვის ხელის ჩამორთმევა, ხალხის დაცინვაა, ოპოზიციის მხრიდან...

უბრალოდ, დათო მჟავანაძეს და მასავით მართალ, მებრძოლ და იდეის ერთგულ ადამიანებს არც მუშტი აშინებს და არც მუქარა, სიმართლეა ის ძალა, რაც აუცილებლად დაამარცხებს და აღარ დაუშვებს უსამართლობასა და ძალმომრეობას....", - წერს მელია.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს დღეს ჩოხატაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები