რეზნიკოვი - F-16-ები უკრაინის ცაზე შესაძლოა, მომავალი წლის გაზაფხულზე გამოჩნდნენ

F-16-ებმა უკრაინის ცაზე ფრენა შესაძლოა, მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყონ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

"ვფიქრობ, მომავალ წელს, გაზაფხულზე. ვგულისხმობ - უკვე გამოყენებას, რადგან დღეს არის წვრთნების ნებართვა, არიან ქვეყნები, რომლებიც დათანხმდნენ წვრთნაზე და არიან კიდევ ქვეყნები, რომლებიც შეთანხმდნენ F-16-ების გადმოცემაზე ტრენინგის დასრულების და ინფრასტრუქტურის მომზადების შემდეგ“, - განაცხადა მინისტრმა.

ევროპის რამდენიმე ქვეყანა, საავიაციო კოალიციის ფარგლებში, შეთანხმდა, რომ უკრაინელ პილოტები F-16-ებზე გაწვრთნიან. ამასთან, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ ოქტომბერში უკრაინის შეიარაღებული ძალების მფრინავები არიზონაში, ეროვნული გვარდიის ბაზაზე თვითმფრინავებზე წვრთნებს დაიწყებენ.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპაში ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა F-16-ების გადაცემის შეთანხმების შესახებ, ნიდერლანდების, დანიისა და ნორვეგიისგან უკრაინა სულ მცირე 61 გამანადგურებელს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები