ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თანამდებობას ტოვებს, - ინფორმაციას რუსული მედია დე ფაქტო მთავრობის წყაროზე დაყრდნობით წერს.

მისივე ცნობით, არძინბამ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება 4 სექტემბერს შეიტანა. ე.წ. პრეზიდენტ ბჟანიას განცხადებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია.

აფხაზური ინტერნეტგამოცემები წერენ, რომ არძინბამ უკვე აცნობა "საგარეო საქმეთა სამინისტროს" თანამშრომლებს თანამდებობის დატოვების და რუსეთში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების შესახებ.

არძინბა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, 4 სექტემბერს თანამდებობა დატოვა ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯანსუღ ნანბამ. ბჟანიას ხელი ჯერ არც მის განცხადებაზე მოუწერია.

ნანბა ამ "თანამდებობაზე" 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე ის დე ფაქტო ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები