მაკა ბოჭორიშვილი - იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და საჭიროებებს სწორად შეაფასებს

"ოქტომბერში გამოქვეყნდება ევროკავშირის გაფართოების ანგარიში, რომლის ნაწილიც პირველად იქნება საქართველო, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ევროკომისია შეაფასებს იმ პროგრესს, რასაც ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია და მათ შორის იმ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას, რომელიც საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან ერთად მიეცა.

"გასული ერთი წლის განმავლობაში მაქსიმალური ძალისხმევა გავწიეთ იმისათვის, რომ რეკომენდაციების შესრულებისას საკანონმდებლო პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად ინკლუზიური, შედეგიანი და ზოგადად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაგვედგა ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების კუთხით. მიუხედავად იმ ხელოვნური ბარიერებისა, რომელსაც ასე მონდომებით ქმნის ოპოზიციურ ფლანგზე წარმოდგენილი პოლიტიკოსების ნაწილი, უნდა ითქვას, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული და მოველით, რომ შეფასებებიც იქნება ობიექტური და სამართლიანი“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან გასული ერთი წლის განმავლობაში ინტენსიური მუშაობა ხორციელდება სხვადასხვა ფორმატში. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების პარალელურად, ხორვატიის, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, დანიის, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტების შემდეგ საქართველოს რამდენიმე დღეში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ეწვევა.

"ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი მტკიცე გამოხატვაა და ასევე კარგი შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე გვქონდეს დიალოგი ევროკავშირთან ამ მნიშვნელოვან მომენტში. დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება და იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და საჭიროებებს სწორად შეაფასებს და აღარ დატოვებს სივრცეს სპეკულაციებისთვის არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ და ქვეყანას დამსახურებულად მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ცხადია, საქართველოს პროგრესის სრული უგულებელყოფა შეუძლებელია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები