გიორგი ბოტკოველი - ხელისუფლება ჩაგრავს კახელ მევენახეებს და მხარს უჭერს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც დაკავშირებულია მათთან

ხელისუფლება ჩაგრავს კახელ მევენახეებს და მხარს უჭერს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც დაკავშირებულია მათთან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობენ მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები, მაჟორიტარები და მათთან დაახლოებული პირები.

"მოვისმინეთ სამარცხვინო, დამცინავი განცხადებები, რომელიც გააკეთა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე, სადაც ეკონომიკის აღმავლობაზე საუბრობდა, ეტყობა, საკუთარი ჯიბეების გასქელებას ეძახით თქვენ ეკონომიკის ზრდას. იკითხეთ მაინც როგორ ცხოვრობს მაგალითად, მევენახე, მეხორბლე. ხორბლის ფასი წელს 45 თეთრია, როდესაც 3-4 წლის წინ ერთი ლარი იყო. მაშინაც ლარი და 1.20 ღირდა პური და წელსაც იგივე ღირს და რისი ბრალია, რომ ხორბალი ღირს იაფი ან რატომ არ დაიწია პურის ფასმა?

რაც შეეხებათ მევენახეებს, კი, თქვენ ჩაგრავთ კახელ მევენახეებს და მხარს უჭერთ ისეთ ადამიანებს, ვინც დაკავშირებულია თქვენთან. სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობენ მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები, მაჟორიტარები და მათთან დაახლოებული პირები! ამ ქვეყანაში, უბრალოდ გლეხისთვის, ნამდვილად არავინ არ არის და თქვენი მთავრობა განსაკუთრებით არ არის გლეხისთვის. 

ელემენტარულს ვითხოვთ ყურძენთან დაკავშირებით, რაც ისედაც გამოყოფილია ხალხისთვის, საუბარია სუბსიდირებისთვის გამოყოფილ 50 მილიონ ლარზე, მაგრამ წელს ხალხს მთლიანად გაჩანაგებული აქვს ვენახები და ვითხოვთ, რომ შარშანდელი წონადობის მიხედვით მხოლოდ ის 20 თეთრი მიეცით, რომელიც გამოყოფილია ყურძნისთვის. თუ მან შარშან ჩააბარა 10 ტონა ყურძენი და წელს მთლიანად განადგურებული აქვს ვენახი, ის 20 თეთრი ვის უნდა მისცეთ? ვისთვის არის გამოყოფილი? ვიღაცამ უნდა მოიპაროს, გაატაროს ზედმეტი წონები და ჯიბეში ჩაიდოს? მიეცით მას ის 2000 ლარი, რომელიც დაეხმარება იმ ვალის გადახდაში, რომელიც აღებული აქვს შხამქიმიკატების შესაძენად. ანალოგიური მდგომარეობაა ყველა კულტურაში.

თქვენ საქართველო ისეთ ქვეყნად გადააქციეთ, სადაც მწარმოებელს, მომყვანს ყველაზე ნაკლები შემოსავალი აქვს, ვინც წლიდან წლამდე წელებზე ფეხს იდგამს, მოჰყავს მოსავალი, იმას ყველაზე ნაკლები შემოსავალი აქვს და ვინც მერე უკვე მაფიოზურად ერთვება პროცესში და ამის გადაყიდვას ახდენს, ის არის გამდიდრებული", - განაცხადა ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები