უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ წინსვლას მელიტოპოლის მიმართულებით. შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ 1,5 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის გათავისუფლება მოახერხეს, - ამის შესახებ თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ალექსანდრე შტუპუნმა განაცხადა.
"ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას რობოტინოს რაიონში. გათავისუფლდა კიდევ 1,5 კვადრატული კილომეტრი", - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ამავდროულად, უკრაინელი სამხედროები აკავებენ მტრის შეტევებს დონეცკის რეგიონში, კერძოდ, მარინკის მიმართულებით.
"მარინკას რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს მტრის 15-მდე თავდასხმის მცდელობა. ოკუპანტები არ წყვეტენ მცდელობებს აიღონ ნანგრევები, რომელიც ადრე ქალაქი მარინკა იყო", - აღნიშნა სპიკერმა.
უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციებს ზაპოროჟიეს რეგიონში, აქტიური ბრძოლა გრძელდება ორი მიმართულებით - მელიტოპოლსა და ბერდიანსკში.
ბოლო დასახლება, რომელიც გაათავისუფლეს, რობოტინო იყო.