"ხელვაჩაურის წყლის" ყოფილი დირექტორი ციხეში გარდაიცვალა

ციხეში სასჯელის მოხდის დროს მსჯავრდებული ვლადიმერ [დავით] მიქელაძე გარდაიცვალა. ის "ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილი დირექტორი იყო და სკანდალური 520 ათასი ლარის მითვისების საქმის გამო გაასამართლეს.

ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ „ბათუმელებს“ ადვოკატმა დაუდასტურა. ადვოკატის თქმით, ვლადიმერ მიქელაძე 68 წლის იყო და ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. ის 11 სექტემბერს გარდაიცვალა.

ვლადიმერ [დავითი] მიქელაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 2023 წლის 6 ივლისს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა. შპს „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილ დირექტორს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.

ვლადიმერ მიქელაძე "ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორი 2018 წლიდან იყო.