მეუფე გრიგოლი - დიდი სიმტკიცეა საჭირო, რომ განსაცდელის შიშით უარი არ თქვა სიმართლეზე, სინათლეზე და ისევ ჯურღმულში ყოფნა არ აირჩიო

ამ გზაზე ძალიან დიდი სიმტკიცეა საჭირო, რომ დაღლილობისაგან არ ჩაიმუხლო და ჩაიკეცო და დაღლილობისაგან უარი არ თქვა არჩეულ გზაზე და მიმართულებაზე. განსაცდელის შიშით უარი არ თქვა სიმართლეზე, სინათლეზე და ისევ ჯურღმულში ყოფნა არ აირჩიო, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ხორგას იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა.

"ვიდრე ვართ წუთისოფელში ჩვენ ვცდილობთ და გვინდა, რომ ეს იყოს უმტკივნეულო, სიხარულითა და სიამოვნებით გაჯერებული, მაგრამ ეს სურვილი სურვილებად რჩება და ცხოვრებას ახლავს თავისი სიმძიმეები, უსამართლობანი, ტკივილები, განსაცდელები და ამან არ უნდა შეგვაშინოს, არ უნდა დაგვაფრთხოს, უბრალოდ მივიღოთ ეს როგორც მოცემულობა, როგორც რეალობა, სადაც უნდა ისწავლო გამკლავება.

ადვილი არ არის სიმართლის მსახურება, ქართული გამოთქმაც არსებობს - სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო, ეს არის ხალხური სიბრძნე, გამონათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ სიმართლის მთქმელი მზად უნდა იყოს საქმის ნებისმიერი განვითარებისთვის.

ყველა ადამიანის თავის არჩევანი აქვს, თავის ჯვარი აქვს, თავის უნარი და შესაძლებლობა აქვს, ვის როგორც შეგვიძლია, ისე ვემსახუროთ უფალს, მაგრამ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ნებისმიერ საქმეს, უფლის სადიდებლად ვიქნოდეთ.

ღმერთმა მოთმინება მისცეს ჩვენ სულიერ შვილებს, ჩვენ მრევლს, ხალხს, რომელიც უკვე სამ ათწლეულზე მეტია, ამ რთულ მონაკვეთს თავისი ისტორიისა გადის და ამ გზაზე ძალიან დიდი სიმტკიცეა საჭირო, რომ დაღლილობისაგან არ ჩაიმუხლო და ჩაიკეცო და დაღლილობისაგან უარი არ თქვა არჩეულ გზაზე და მიმართულებაზე. განსაცდელის შიშით უარი არ თქვა სიმართლეზე, სინათლეზე და ისევ ჯურღმულში ყოფნა არ აირჩიო", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.    

მსგავსი სიახლეები