უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 270 970 (+620) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 14.09.2023-მდე: ტანკები - 4599 (+15), ჯავშანტექნიკა - 8810 (+18), საარტილერიო სისტემები - 5944 (+42), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 769 (+3).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 517 (+0), თვითმფრინავები - 315 (+0), ვერტმფრენები - 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 4697 (+47), ფრთოსანი რაკეტები - 1455 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 20 (+1). წყალქვეშა ნავები - 1 (+1).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 8458 (+14), სპეციალური ტექნიკა - 889 (+5).
13 სექტემბრის ღამეს აფეთქებები მოხდა ოკუპირებულ სევასტოპოლში. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სევასტოპოლში ს.ორჯონიკიძის სახელობის გემების სარემონტო ქარხანაზე თავდასხმა მოხდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ დაადასტურა, რომ სევასტოპოლში დიდი სადესანტო გემი და რუსული წყალქვეშა ნავი დაზიანდა. ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილია, რომ დაზიანებულია წყალქვეშა ნავი "დონის როსტოვი" და სადესანტო გემი "მინსკი“.
უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა ასევე შავ ზღვაში ოკუპანტების კატარღა KS-701 "ტუნა" გაანადგურეს.