"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, არც მათ მიიღონ მონაწილეობა. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა  და თინა ბოკუჩავამ განაცხადეს.

"ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ივანიშვილის ბინძურ თამაშში, რომელიც უპირველეს ყოვლისა ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟირებას. სწორედ ამ მიზნით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ არ იქნება დარბაზში მაშინ, როდესაც ივანიშვილი გაითამაშებს იმპიჩმენტად წოდებულ პროცესს, რომელიც რეალურად მიზნად ისახავს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენი ევროპული არჩევანის რეალიზება არ მოხდეს. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს, პოლიტიკური საბჭოს მიერ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

"მიზანი ამ კამპანიის არის, ერთი მხრივ, პრეზიდენტის როლის გამოკვეთა, თითქოს ის არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც პროევროპულობისათვის იბრძვის და უნდა ჩაანაცვლოს მან სხვა ევროპული ოპოზიციური პარტიები. ეს, ბუნებრივია, ივანიშვილის და ქართული ოცნების თამაშებშია. ენმ ამ ქოცურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს. მოვუწოდებთ ყველა პროდასავლელ ოპოზიციური პარტიის პოლიტიკურ ჯგუფებს, არც მათ მიიღონ მონაწილეობა ამ თემების განხილვაშიც კი, ვინაიდან ამ თემების განხილვა და გაცოცხლება ნიშნავს მთავარი პოლიტიკური საკითხებიდან ყურადღების გადატანას", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობას მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრებზე იღებენ.

"სხვა წევრებიც, რომლებიც ადრე გასულები იყვნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ბლოკის სიით, ბუნებრივია, მათზე პასუხისმგებლობას ვერ და არც ავიღებთ", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები